ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინკლუზიური განათლების საკითხებზე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს  (ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო,  USAID, UNICEF, World Vision International, Save the Children, Every Child, ფონდი ,, ღია საზოგადოება საქართველო”, ფონდი ,, პირველი ნაბიჯი”,  ”საქართველოს ბავშვები’’, პოლონეთის საელჩო) შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი აქამდე განხორციელებული პროგრამების განხილვა და ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარებისათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა იყო.

სამუშაო შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების მიერ ასევე გამოითქვა მოსაზრებები და შეხედულებები  ერთობლივ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.  მსჯელობის დროს გამოიკვეთა ის კონკრეტული შესაძლებლობებიც, რისი შემოთავაზებაც ამ მიმართულებით დონორ ორგანიზაციებს შეუძლიათ.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები ემსახურება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებულ  მუშაობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხეშეწყობაა.

ინკლუზიური განათლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილია. ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, დიდია დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და როლი ამ პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე