ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი გერმანულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გამოფენა გახსნეს, რომელზედაც  ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები იყო წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ახორციელებს.

მინისტრი გერმანიის ელჩთან ერთად გამოფენას  გაეცნო და მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გამოფენაში მონაწილეობდნენ: საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA); Deutsche Sparkassenstiftung (გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდი); საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილება (GI); გერმანიის სახალხო უმაღლესი სკოლების ასოციაცია (DVV);  თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა; გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD);  საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS);  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU); ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდი (AvH).

საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შემოთავაზებული იყო ინფორმაცია გერმანიაში სწავლის/კვლევების შესაძლებლობების, DAAD-ს სტიპენდიების, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყების (ZfA) ისტორიისა და ამჟამინდელი საქმიანობის, გერმანული ენის დიპლომისა (DSD) და საქართველოში არსებული DSD- სკოლების შესახებ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც გერმანიის უმაღლესი სკოლების კავშირისა (dvv)  და საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გამართული კურსების მონაწილეების მიერ შეიქმნა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე