ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ჩაუტარდათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ზემო ნიქოზისა და მიმდებარე სოფლების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ტრენინგს უტარებს. ოთხი დღის განმავლობაში მასწვალებლები გადამზადებას პროფესიულ უნარებში გაივლიან. განსახილველ თემებს შორის არის პრაქტიკული სავარჯიშოები, კომუნიკაცია, კლასის მართვა და სწავლების მეთოდები, ინკლუზიური განათლება, შეფასების სისტემა და სხვ. ტრენინგის შედეგებს პედაგოგები სპეციალური ტესტირების გავლის შედეგად შეაჯამებენ. 

ზემო ნიქოზში მიმდინარე ტრენინგებს მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, რუსულის, დაწყებითი კლასების, გეოგრაფიისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ესწრებიან. ამ ტერიროტიაზე მასწავლებლების გადამზადება უკვე მეორედ მიმდინარეობს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების მოთხოვნის საფუძველზე უახლოეს მომავალში მათთვის გრძელვადიანი სემინარების ჩატარებას გეგმავს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე