ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზუგდიდში მინისტრის მოადგილემ რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფლებში კოკი და ორსანტია რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა. ორივე სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სწორედ სანაპირო ზოლი ჰყოფს მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისაგან.

კოკის საჯარო სკოლას საუკუნენახევრის ისტორია გააჩნია. იგი ზუგდიდის სკოლათა შორის ერთ-ერთი უძველესია. ამჟამად კოკის საჯარო სკოლას გააჩნია ორსართულიანი კორპუსი, სადაც 179 მოსწავლე სწავლობს, ამათგან 66 აფხაზეთიდან დევნილია. სკოლა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა “იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივ რეაბილიტირებული იყო, მიმდინარე წელს  ამერიკის საელჩოსთან არსებული ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ორსანტიის საჯარო სკოლა 1932 წელს დაარსდა. 1980 წელს  აშენდა ამჟამად მოქმედი სკოლის სამსართულიანი კორპუსი.  2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა “იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში სკოლას  ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა საერთაშორისო ორგანიზაცია “USAID”-ის დაფინანსებით სკოლის კორპუსის  გარემონტება. ამჟამად სკოლის კონტიგენტი  290 მოსწავლით განისაზღვრება, ამათგან 85 აფხაზეთიდან დევნილია.

სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე