ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს” ეწვია. მინისტრი სასწავლო პროცესს, პრაქტიკულ ლაბორატორიებს და იმ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.

,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” 2007 წელს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯის”  ბაზაზე დაარსდა. სასწავლებელში  სახელობო, უმაღლეს პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 300-მდე სტუდენტი სწავლობს.

საბაკალავრო და სამაგისტრო ფაკულტეტებზე სტუდენტები  ისეთ მოთხოვნად საზღვაო-საინჟინრო  პროფესიებს ეუფლებიან როგორიცაა: საზღვაო ნაოსნობა, გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია, საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა. სასწავლებელში იგივე პროფესიებში უმაღლესი პროფესიული პროგრამებიც მოქმედებს. ასევე ფუნქცუიონირებს: მატროსის, მოტორისტის, მზარეულის, ელექტროშემდუღებელის, გემის ელექტრიკოსის, გადაზიდვების ოპერატორის სახელობო პროგრამები.

ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ISO 9001:2008 საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად. ინსტიტუტში საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი და უცხოელი მეზღვაურების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად გადამზადებასა და სერტიფიცირებას. სასწავლებელს ემსახურება საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკა.

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში სახელობო განათლების საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობაა: IX კლასის ბაზაზე - 3 წელი;საშუალო განათლების ბაზაზე - 1 წელი. მეორადი პროფესიის დაუფლების მსურველთათვის მუშაობს 9 თვიანი კურსები, სადაც სწავლობენ 22 წელს გადაცილებული პირები. კურსებზე მიღება  წელიწადში სამჯერ ხდება. ცენტრის სრული დაპროექტება და მოწყობა თანამედროვე საწვრთნელი სისტემებით განახორციელა ცნობილმა ინგლისურმა კომპანიამ ”Transas Marine’’-მ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე