ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოსაშვებ გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გამოსაშვები გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა  გამოსაშვები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

23 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყება

09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის სკოლების მოსწავლეები ერთდროულად დაიწყებენ ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, მოსწავლეები გამოცდებს იდენტურ ნეთბუკებთან ჩააბარებენ.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამისა მეშვეობით ჩატარდება.

გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.

ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო მოსაწვევი, სადაც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. მეთორმეტეკლასელები გაეცნენ გამოცდაზე ქცევის ინსტრუქციას. მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და  კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ.:ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი მეთვალყურე დააკვირდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე