ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ.

21 მაისს საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სპორტული ფესტივალი სკოლებს შორის, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების საერთო სპორტული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

აღნიშნული ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთო პროექტის ფარგლების ეგიდით იმართება, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში სპორტის 8 სხვადასხვა სახეობის დანერგვა იწყება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე