ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საატესტატო გამოცდებს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან აკვირდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების  მიმდინარეობას სკოლების გარდა, სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით აკვირდება.

ცენტრალური სერვერი, სადაც  თავს იყრის მთელს საქართველოში მიმდინარე გამოცდების შესახებ ინფორმაცია,  სრულიად გამართულად მუშაობს და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ დაფიქსირებულა. სამინისტროს ძალისხმევით, ცენტრელური სერვერი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დამკვირვებლები საგამოცდო ცენტრში შექმნილ ნებისმიერ  შეფერხებაზე  ინფორმაციას მომენტალურად იღებენ.

გამოცდების წარმატებით ჩატარებისთვის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გამართულია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ინტერნეტმომსახურება. საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის კონკურსის წესით არიან შერჩეულნი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები. გარდა იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით ისინი მეთვალყურეობას ყველა სკოლას უწევენ, გამოცდების მიმდინარეობას ისინი სამინისტროში მოქმედი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრიდანაც აკვირდებიან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე