ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საატესტატო გამოცდების პირველი დღე დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდების პირველი  დღის შედეგებზე  ბრიფინგი გამართეს.

მეთორმეტეკლასელთა  გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო  ცენტრში ჩატარდა. პროცესი ყველგან სტაბილურად, შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე  წარიმართა. სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან,  ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით გამოცდის მიმდინარეობა მუდმივად კონტროლდებოდა, რაც ყოველგვარი შესაძლო ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის საშუალებას იძლეოდა.

უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ცენტრალურ სერვერში მიმდინარე გამოცდების შესახებ თავმოყრილი ინფორმაცია საშუალებას  გვაძლევს განვაცხადოთ, რომ გამოცდის პირველი დღე წარმატებული იყო.  რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას  დავალებებისა და საგამოცდო პროცესის მიმართ, მათ მიერ გაკეთებული შეფასებებით - ტესტური დავალებები საკმაოდ მარტივი და მათთვის ადვილად დასაძლევი იყო, ხოლო შექმნილი გარემო მოსწავლეებს ხელს უწყობდა  ცოდნის მაქსიმუმი გამოევლინათ.

მინისტრის განცხადებით, მოსწავლეთა 20%-ზე მეტმა  საგნის ცოდნის  მაღალი დონე აჩვენა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა.  ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ თუ მოსწავლე რაიმე ობიექტური მიზეზით ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მას საშუალება ექნება 2 - 3 ივნისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბაროს კონკრეტული გამოტოვებული საგნის გამოცდა. გამოცდის ჩაბარების საშუალება ექნებათ 4-11 ივნისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მსჯავრდებულებს და იმ მოსწავლეებს, რომლებიც FLEX-ის პროგრამით ბოლო ერთი წელი აშშ-ში იმყოფებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე