ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ჟურნალისტებთან სამუშაო შევედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მას-მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის  მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა იყო.

ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო  ერთიან პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც  ეროვნული უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ენობრივი და კულტურული  თვითმყოფადობის შენარჩუნების გზით, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არაქართველებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა ხორციელდება: ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სახლები იხსნება. ოთხი ენის სახლი უკვე ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 2011 წელს დამატებით გაიხსნება რვა ქართული ენის სახლი, სადაც სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები ქართული ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ საჯარო მოხელეთათვის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და განხორციელებას. ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი და სახელმწიფო მართვის პროგრამა ასეულობით აზერბაიჯანელმა და სომეხი ეროვნების მსმენელმა გაიარა. 

არაქართულენოვან საპილოტე სკოლებში მიმდინარეობს მულტილინგვური განათლების დანერგვა. მშობლიურ ენასთან ერთად,  მოსწავლეები ეუფლებიან ლინგვისტურ უნარებს იმ ენაზე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიმდინარე პროგრამების გარდა ამოქმედდება ახალი პროგრამები: კონკურსის წესით ასობით მასწავლებელი შეირჩევა, რომლებიც ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. მოხდება დოქტორანტების გაგზავნა არაქართულენოვან სკოლებში, შეიქმნება საზაფხულო ბანაკები, ბილინგვური სკოლამდელი განათლების ცენტრები, ამოქმედდება მოსწავლეთა გაცვლითი და სკოლების დაძმობილების  პროგრამები (Twinning), კონკურსები და სხვა ღონისძიებები. ყველა პროგრამისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოები, სხვადასხვა დამხმარე სასწავლო მასალა და თვალსაჩინოებები მომზადდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე