ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოკა სეფერთელაძე ”სკოლბურთის” ფარგლებში გამართულ მატჩებს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  კოკა სეფერთელაძე სპორტკომპლექს ”ირაოს” სტადიონზე ”სკოლბურთის” ფარგლებში გამართულ თამაშებს დაესწრო. ხუთი საუკეთესო გუნდი, რომელიც დღეს გამოვლინდა, დასკვნით ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ფინალური ტური ბათუმში  ივნისის ბოლოს ჩატარდება.

მოსწავლეებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. მისი  შექმნა და საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლეს. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლი ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.

საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებით, უმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, რაც ხელს უწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე