ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებისთვის ესპანური ენის სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ესპანური ენის საგობრივ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა  მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

ესპანური ენის საგნობრივ პროგრამაზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ესპანური ენის მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუშავეს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეიქმნა პროგრამები როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა დონისთვის.

ესპანური ენის საგნობრივი პროგრამის შინაარსი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ მომზადებულ უცხოური ენების მოქმედ სტანდარტზეა დაფუძნებული.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი კვლავ  განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა უცხოური ენის ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორისაა იტალიური და თურქული ენები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე