ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა 8 მარტი ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 50-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილ მასწავლებელს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ დოდო ნაზირიშვილს სახლში ეწვია, ქალთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე  მინისტრმა 8 მარტი ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მანდილოსან პედაგოგებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ქალბატონმა დოდო ნაზირიშვილმა მთელი ცხოვრება სკოლას მიუძღვნა და 50 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა.  ქალბატონი დოდო 2009 წლიდან დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება, როგორც მან აღნიშნა იგი სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა.  სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაში იყო და სწავლების განსაკუთრებულ მეთოდს ფლობდა.

დოდო ნაზირიშვილი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა და არის იაკობ გოგებაშვილისეული დედაენის ავტორი, მის მიერ შექმნილი დედაენითა და მათემატიკის სახელმძღვანელოებით დღესაც სწავლობენ პატარები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა  მხცოვან მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე