ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო თემაზე ”გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში”.

კონფერენციის მიზანი იყო  საზოგადოებისათვის გაეცნო შავი ზღვისა  და კასპიის ზღვის რეგიონებში გლობალიზაციის, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურული თვითმყოფადობის, ტურიზმის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე წარმოებული  კვლევების შედეგები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი ასევე, უცხოელი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან (უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.)

ღონისძიების ორგანიზატორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში. უნივერსიტეტის წარმატებას განაპირობებს სწავლების მაღალი დონე, ხარისხი და პროფესიონალ ლექტორთა გუნდი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეექვსეჯერ ატარებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 28 – 29 მაისს   ქალაქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე