ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პედაგოგები სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ისტორიის პედაგოგების სემინარს დაესწრნენ.
 
მე-9 საჯარო სკოლაში თბილისის სხვადასხვა რაიონების ისტორიის პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ. ტრენინგზე საუბარი იყო ისტორიულ წყაროებზე მუშაობასა და სწავლების მეთოდებზე ისტორიაში.

სასერტიფიკაციო საგამოცდო საკითხების მიხედვით,  მასწავლებელთა გადამზადება სისტემურად მიმდინარეობს. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 8000-მდე პედაგოგს უკვე ჩაუტარა ტრენინგი.  ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა საგანში ტარდება.  პედაგოგთა მოთხოვნის საფუძველზე, ცენტრი 20 ივნისიდან მასწავლებლებისთვის დამატებითი სემინარების ჩატარებას გეგმავს.   

სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისში ჩატარდება.  წელს ყველა საგნის პედაგოგი შეძლებს გამოცდაზე გასვლას.  სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობა, რომელიც 24000-ზე მეტია,  მიუთითებს იმაზე, რომ დიდია მოტივაცია და მასწავლებელთა  მზაობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია. 2014 წლამდე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე