ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა უსინათლო მოსწავლეებს ბავშვთა დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ბავშვთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.  

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლაში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ  არიან. მინისტრის გადაწყვეტილებით,  უახლოეს მომავალში №202 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება, მოწესრიგდება და ბავშვთა საჭიროებებს მოერგება სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები. უკვე ახალი სასწავლო წლიდან ამ სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწვლას.

202-ე სკოლას სამინისტრომ უკვე გადასცა ბრაილის საბეჭდი მანქანა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები  და ტაქტიკური სასწავლო მასალები. თანამედროვე აპარატურასთან სამუშაოდ  სამინისტრომ ამ სკოლის პედაგოგებიც გადაამზადა. სკოლას ასევე გადაეცა სპეციალურად სუსტი მხედველობის ბავშვებისთვის განკუთვნილი წასაკითხი აპარატურა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ბავშვის მდგომარეობაზე და აქვს სხვადასხვა მანიპულაციის საშუალება, როგორიცაა ტექსტის გადიდება, ფერის შეცვლა და მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია. უსინათლო ბავშვებს გადაეცათ სხვადასხვა სახის გამადიდებელი ლუპები.

უსინათლო ბავშვთა  სკოლა-პანსიონის პედაგიგები სწავლასთან ერთად, ზრუნავენ თავისი აღსაზრდელების სოციალურ ადაპტაციასა და საზოგადოებრივ საქმიანობებში მათ ჩართულობაზე. ამ სკოლის მოსწავლეები  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

წელს სკოლას ოთხი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ისინი საატესტატო გამოცდებში მონაწილეობენ და შემდეგ სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად  წარმატებით აბარებენ. მათთვის  საგამოცდო მასალა  ბრაილის  შრიფტზეა ადაპტირებული.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე