ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ტრადიციული სამოსის პირველი მეცნიერული კვლევა

ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსი დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულ ქართულ ჩოხებში გამოაცხადეს.  

კვლევის მიზანია ტრადიციული ეროვნული სამოსის ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და სხვა ასპექტების კვლევის ხელშეწყობა, და რაც მთავარია, ქართველოლოგიური კვლევების დაფინანსებაში ბიზნეს-სტრუქტურების მონაწილეობის სტიმულირება.

სამეცნიერო კვლევის გარდა კონკურსს შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნული სამოსის შესახებ ილუსტრირებული ენციკლოპედიური სახის ქართულ-ინგლისური გამოცემა  და კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსი ქართული ტრადიციული სამოსის მეცნიერული კვლევის ხელშესაწყობად პირველად იმართება. კვლევის მაქსიმალური ხანგრძლივობა 18 თვეა, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 ათას ლარს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა ქართული ტრადიციული სამოსის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის ძალზე მაღალია, დღემდე არ მომხდარა მისი სამეცნიერო შესწავლა. კვლევის შედეგად გამოცემული ენციკლოპედია ძალზე ინფორმატიული იქნება ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის უცხოელი სტუმრებისთვის,  სპეციალისტებისთვის კი სამაგიდო წიგნი გახდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე