ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა დღე მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად გაატარეს

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა  და  სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, ბავშვთა საერთაშორისო დღე  ქუთაისის გაბაშვილის სახელობის პარკში გაატარეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მოზარდებმა და მანდატურებმა არაერთ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუზიარეს. აქციის ფარგლებში კომპანია  „ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული   გადასცა.

მანდატურების თქმით,  ბავშვებთან თუნდაც  ერთი ლამაზი დღის გატარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ბავშვებისთვისაც, რომლებთანაც მათ ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა.

 ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოზარდებისთვის არაერთი სხვა სიურპრიზიც იგეგმება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე