ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი შეიქმნა

სამინისტროს დაკვეთით, კომპანია ,,მაგთიკომმა’’ ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი შექმნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ,  ,,მაგთიკომის’’ გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ და კომპანია ,,მაგთიკომის’’  მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ახალი ქსელის მეშვეობით მთელი საქართველოს მაშტაბით, ყველა საჯარო სკოლა და რესურსცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომპიუტერულ ცენტრთანაა დაკავშირებული  და აგრეთვე აქვთ წვდომა ინტერნეტთან. მაგთიკომმა აღნიშნული პროექტი დათქმულ ვადაზე 3 თვით ადრე დაასრულა. 

წელს ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის  საშუალებით პირველად საქართვლოში და მსოფლიოში საატესტატო გამოცდები ჩატარდა, რომელთა მსვლელობის დროს არცერთი ქსელთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

თამამად  შეიძლება ითქვას, რომ ერთიანმა საგანმანათლებლო ქსელმა პირველი სერიოზული გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე