ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უფროსკლასელებს დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგები გააცნეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ  თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს  საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

"დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა - საქართველო, 2011“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბმა“ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა შეეხებოდა მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი. გამოკითხვა საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

კვლევის ერთ-ერთი პუნქტი იყო - რამდენად დაცულია ბავშვი სკოლაში ძალადობისაგან.  გამოკითხულთა 87% თვლის, რომ 2010-2011 წლებში ბავშვები სკოლებში უფრო მეტად უსაფრთხოდ არიან ვიდრე წინა წლებში. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელი სამინისტროს მიერ ”უსაფრთხო სკოლის” კონცეფციის დანერგვამ და განვითარებამ განაპირობა:  შეიქმნა მანდატურის ინსტიტუტი, განვითარდა ე.წ. უსაფრთხო ზონები, აიკრძალა ნაღდი ფულის ბრუნვა სკოლებში, დაინერგა და ამოქმედდა მოსწავლეთა საკრედიტო ბარათების სისტემა.

სამინისტროს მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების უკეთ გაცნობისა და სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, მუდმივად იმართება შეხვედრები პროკურატურის, იურიდიული სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლებთან.

ზემოაღნიშნული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად: დანაშაული სკოლებში 80%-ით შემცირდა, აღმოიფხვრა უმიზეზო გაცდენები და დაგვიანებები, მშობლებში ამაღლდა სკოლებში მათი შვილების დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ხარისხი და სხვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე