ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგიონებში პროფესიული ცენტრები უნდა გაძლიერდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები მოინახულა, მათ შორის ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრი, სადაც ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება ტურიზმის სფეროში დასასაქმებლად.

როგორც დიმიტრი შაშკინმა ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელში სტუმრობისას აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ცენტრების გაძლიერებას, რომელთაც მთელი რეგიონის სტუდენტთა მიზიდვის მიზნით, ძლიერ სასწავლო ბაზასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, სასურველია გააჩნდეთ კომფორტული საერთო საცხოვრებლები, ან სატრანსპორტო საშუალებები. აქედან გამომდინარე, მინისტრის გადაწყვეტილებით ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას. ცენტრში საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციასთან ერთად დამატებით   30 კლასკაბინეტიც გაკეთდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში გაიზრდება კვალიფისიური კადრების მომზადების დონე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

ქობულეთის პროფესიული ცენტრის სასწავლო კორპუსს 2006-2007 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. 2008-2009 წლებში თეორიული მეცადინეობა 191 პროფესიულმა სტუდენტმა დაამთავრა და  პრაქტიკებზე სხვადასხვა სასტუმროებსა და რესტორნებში განაწილდა. ამჟამად ცენტრში 201 პროესიული სტუდენტი სწავლობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე