ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

35 წარმატებული სტუდენტი ესტონეთის, ჰოლანდიის, უკრაინის, გერმანიის, ჩეხეთის, აშშ-ს, იტალიის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, ხორვატიის, სომხეთის, ლიტვის, ბელგიის უნივერსიტეტებიდან, სტუდენტური თვითმმართველობების თბილისის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ. ფორუმის მთავარი მიზანი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

ფორუმი 1 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და 5 დღეს გასტანს, უცხოელ სტუდენტებთან ერთად მასში ქართველი სტუდენტური კავშირების ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს ზოგადი და უმაღლესი განათლების განვითარების, ზოგადად, განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა და ის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010-2015 წლების სტრატეგიის სასურველ შედეგებს უზრუნველყოფს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე