ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საატესტატო გამოცდები დასრულდა

საატესტატო გამოცდების შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ და ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტმა სტივენ ბაკერმა საინფორმაციო პორტალის www.onlinenews.ge-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამეს.

მინისტრის განცხადებით, ჩატარებული გამოცდების შედეგები და მათი ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ - უპრეცედენტო საატესტატო  გამოცდები შედგა! რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის შედეგებია, რომელიც მოსწავლეებმა აჩვენეს. მოსწავლეთა 30%-მა   ცოდნის  მაღალი დონე გამოავლინა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა, მათგან ხუთმა პროცენტმა კი, საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მინისტრის ბრძანებით, 2011 წლისთვის  საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა. თუმცა, მხოლოდ წელს, იმ მოსწავლემ, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მინიმუმ 5.2 ქულა მიიღო,  დარჩენილ 5 საგანში კი - 5.5  და მეტი,  2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. არაქართულენოვან სკოლებში კი, ქართულ ენაში გამსვლელ ბარიერად 5,1 ქულა დადგინდა,  სხვა საგნებზე საერთო წესი ვრცელდება.

2011 წლისთვის ბარიერთან დაკავშირებით შეღავათები იმის გათვალისწინებით დადგინდა, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, მომავალ წელს სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, გამსვლელი ბარიერი კი, 5.5 ქულა იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი  5.3 ქულა იქნება.

საატესტაო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა.    ასეთი მასშტაბური გამოცდა პირველია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. გამოცდები საქართველოს 1520 სკოლის საგამოცდო  ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც მოწესრიგებული და მობილიზებული იყო ლოკალური ქსელები და საჭირო აპარატურა. 1520-ივე სკოლაში საგამოცდო პროცესი უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახიდან  ვიდეო გამოსახულების საშუალებით კონტროლდებოდა.

გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს  მათემატიკის გამოცდით  დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე