ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.

პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და  მომავალ  სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე  და პროფესიებზე არეგისტრირებს. საინფორმაციო ცენტრში ასევე არის დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.

სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად ქვეყნის მასშტაბით სამი ასეთი საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა: თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში. ეს ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, საჭირო ინვენტარითა და მონაცემთა ბაზებით. ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრები.

პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული სწავლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა. საქართველოში პროფესიული სწავლების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. პროფესიულ კოლეჯებში დაინტერესებული პირები მომსახურების,  ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს  სწავლობენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე