ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

IV კლასის მოსწავლეთა ეროვნული შეფასებები ტარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011 წლის 6 და 7 ივნისს მთელი საქართველოს მასშტაბით   IV კლასის მოსწავლეთა ეროვნულ შეფასებებს ატარებს. შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში ტარდება.  

ეროვნულ შეფასებებში  საქართველოს 100-ზე მეტი საჯარო სკოლის 2 500 მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნული შეფასების პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები არიან შესაბამისი საგნების მასწავლებლები და სკოლების დირექტორები.  

ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომლის მიზანია დადგინდეს, თუ რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ კონკრეტული კლასების მოსწავლეები კონკრეტულ საგანში და რამდენად აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. ასეთი ტიპის კვლევის საფუძველზე მზადდება რეკომენდაციები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, სკოლების დირექტორებისთვის, მშობლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის და განათლების ექსპერტებისთვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე