ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი  შაშკინი სამინისტროში გამართულ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, განათლების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლები.

ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების  გამოცემა  წმინდა საყრდის სადესპანოს (ვატიკანის საელჩოს) ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით მომზადდა. აღნიშნული პუბლიკაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საელჩოს მიერ დაიბეჭდა.

პუბლიკაცია საქართველოს თითოეულ სკოლას საუჩქრად გადაეცემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემული გამოცემა წარმოადგენს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ორიგინალური ტექსტების თარგმანს თანამედროვე ქართულ ენაზე.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს გამოცემა ქართველ სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ძველ ქართულ სასულიერო ლიტერატურასთან დააახლოვებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პუბლიკაციის მნიშვნელობას და იმ დიდ მისიას, რის გამოც სამინისტრომ აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე