ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი, ფილიპ დიმიტროვი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირისა და ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  

რეფორმა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ითვალისწინებს.  რეფორმის მიზანია შეიქმნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად მოხდება ახალი დანაშაულის პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ის უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების დაცვას დაკავების ადგილებსა და პრობაციაში, მოხდება არასრულწლოვანთა საზოგადოებაში რესოციალიზაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე