ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მწვანე ყუთები სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  მოადგილე ირინე ქურდაძე,  გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ, სადაც „მწვანე სკოლების“ კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა და სკოლას საჩუქრად „მწვანე ყუთი“ გადაეცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება პროექტი -  „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე  ტყე!", რომელმაც მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია.  მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი დევიზია- „ბუნება თქვენს სამსახურში“.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის  სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მხარდაჭერით, გამოაცხადა კონკურსი - „მწვანე სკოლები”.

კონკურსი მიზნად ისახავს, საჯარო სკოლებში  მაკულატურის შეგროვების მიზნით "მწვანე ყუთების" განთავსებას, ასევე სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, 1 წლის შემდეგ,  გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყველზე „მწვანე“ სკოლის გამოვლენას.

მაკულატურის შეგროვების შემდეგ ქაღალდის გადამუშავება და მეორადი გამოყენება მოხდება. „მწვანე ყუთის" მიზანია, მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვება-გადამუშავების კულტურის დამკვიდრება და ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე