ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტთან ერთად კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი გამოავლინა.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების მცდელობას.  კერძოდ,  შპს ”კავკასიის აკადემიური ცენტრის” დამფუძნებლებმა დავით ცეცხლაძემ და ნიკოლოზ ბაქარაშვილმა მათ მიერ უცხოეთიდან შემოტანილი წიგნებისთვის გრიფის მინიჭების სანაცვლოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანს ქრთამის სახით 50 ათასი აშშ დოლარი შესთავაზეს.

იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ შეთავაზებულ წიგნებს გრიფი მიენიჭებოდა და  სკოლებში ამ სახელმძღვანელოებით სწავლება სავალდებულო გახდებოდა, გარდა 50 ათასი დოლარისა, ეჭვმიტანილები სამინისტროს თანამშრომელს ქრთამის სახით მოგების 33%-საც სთავაზობდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტის ერთობლივი ოპერატიული მუშაობის შედეგად, სამართლადამცველებმა აღნიშნული პიროვნებები ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე ვერ აცნობიერებს იმას, რომ ნეპოტური და კორუფციული გარიგებების დრო დასრულდა. ნებისმიერი უკანონო ქმედება მკაცრად კონტროლდება და მას კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და არაკორუმპირებული უწყებაა. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს მსგავსი ფაქტების მოკვლევას და არავის მისცემს უფლებას, საკუთარი კეთილდღეობა ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის განათლების ხარჯზე მოიწყოს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე