ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო

10 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ ორგანიზებული  სემინარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების საკითხებს შეეხო.

სემინარის მსვლელობაში განხილული იქნა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვის საკითხები. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ, პროგრამა World Learning/Forecast–ის ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით, დაქირავებულმა საერთაშორისო კომპანია MGT-ის კონსულტანტებმა სემინარის მონაწილეებს პრეზენტაცია სახელწოდებით: „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმა“ წარუდგინეს.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია World Learning/Forecast Georgia–ის მიერ, USAID-ის დაფინანსებით. სააგენტოსა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2009 წლის 4 დეკემბერს მოეწერა. ერთწლიანი პროექტის მიზანია: ადგილობრივ ხელისუფლებასა და რესურსცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე სასკოლო ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და თანამედროვე სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სტანდარტების შემუშავება.

პროექტის შედეგად ყველა ქალაქს, სოფელსა თუ რეგიონალურ ცენტრს ექნება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტული და მიუკერძოებელი გეგმა, რის საფუძველზეც მოხდება ფინანსური რესურსების განაწილება ამა თუ იმ სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე