ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი არსი სკოლებისა და მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაა. მისი მიზანია დაადგინოს, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.

წელს გრიფირების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა საკონკურსო     პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა. 

სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა” და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით”. დაწესდა ქულობრივი ბარიერი, სადაც განისაზღვრა, რომ სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიას უნდა გადაელახა მაქსიმალური ჯამური ქულების 90% (შინაარსობრივი) ბარიერი, სხვა შემთხვევაში წიგნს გრიფი არ მიენიჭებოდა.

2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, მოსწავლეები კი ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე