ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი და სასწავლო ლაბორატორიები გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, კრიმინალისტიკისა და ტელე-რადიო ლაბორატორიები გახსნა.

ბიბლიოთეკის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამკითხველო თუ საკონფერენციო დარბაზები უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ახალი ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნადი ფონდი, ანბანური ელექტრონული და სისტემატური კატალოგები სტუდენტებს კომფორტული და შეუფერხებელი მუშაობის საშუალებას სთავაზობს.

სამართლის ფაკულტეტზე გახსნილ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში სტუდენტები კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეუფლებიან, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა გამოვლენა, ფიქსირება და გამოკვლვა.

მომავალ ჟურნალისტებს კი, პრაქტიკული მეცადინეობები ამიერიდან სტუდიაში ჩაუტარდებათ. ახლადგახსნილი სატელევიზიო-სამაუწყებლო ლაბორატორიის სტუდია-პავილიონი ნებისმიერი ფორმატის სატელევიზიო გადაცემების მომზადების, ჩაწერისა და პირდაპირ ეთერში გასვლის საშუალებას იძლევა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, თეორიული ცოდნის პარალელურად, სტუდენტთა უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრაქტიკული ცოდნის დაუფლებაზეც ზრუნავს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის მიესალმება და მომავალშიც მხარს დაუჭერს სასწავლო დაწესებულებათა ინიციატივას - იზრუნონ არა მარტო სასწავლო პროგრამების სრულყოფაზე არამედ, შექმნან თანამედროვე და კომფორტული სასწავლო ინფრასტრუქტურა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე