ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინე ქურდაძე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ  საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობის  თემაზე მომუშავე  საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმს პატრონაჟს უწევდა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფონდი.

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სფეროში მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წლის განმავლობაში გაწეული სამუაშაოები, ასევე ფორუმზე ხდება სტრატეგიული საკითხების განხილვა. ფორუმის შემაჯამებელ ეტაპს წარმოადგენს წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში გამორჩეული ადამიანების, საუკეთესო სტატიებისა და ფილმების დაჯილდოვება.

2011 წელს, წლის ინტერესთა დამცველის კატეგორიაში  ჟიურიმ ნომინანტად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაასახელა. ინკლუზიური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მულტიდისციპლინარული  გუნდის სეგმენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მინისტრს საპატიო ჟიურიმ სპეციალური სიგელი გადასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე