ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსი დოქტორანტებისთვის

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან.   სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათ¬ლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსი დოქტორანტებს საშუალებას მისცემს თემის თანახელმძღვანელად საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი მკვლევარი ჰყავდეთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ახალი კონკურსის პროგრამა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ დოქტორანტებს გააცნეს. მათი განცხადებით, ფონდის მიზანია ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს ჩვენს დოქტორანტებს პროფესიულ ზრდაში, მეორეს მხრივ კი, მოიზიდოს საზღვარგარეთ არსებული სამეცნიერო პოტენციალი და უზრუნველყოს  საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში მათი მაქსიმალური ჩართვა.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორანტს, რომელიც მომავალი 2 წელი დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. შესაბამისად, პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 2 წლით. პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსდება როგორც უცხოეთში მოღვაწე ქართველი თანახელმძღვანელის საქართველოში მივლინებები, ასევე დოქტორანტის ვიზიტები თემის თანახელმძღვანელის კვლევით დაწესებულებაში, სადაც გაეცნობა და ჩაერთვება მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წლიურად 15 000 ლარით დააფინანსებს.  

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსის პროგრამა და პირობები ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge უკვე განთავსებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია ამავე ვებ-გვერდზე 20 ივნისს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე