ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის ყველა საჯარო სკოლას სპორტული დარბაზი ან ღია სპორტული მოედანი ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და ქ. თბილისის ვიცე - მერ მამუკა ახვლედიანს შორის, დედაქალაქის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრის დასასრულს გამართულ  ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა მადლობა გადაუხადა  თბილისის მერიას  განათლების რეფორმის განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერისა და ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული აქტივობებისათვის.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  ქ. თბილისის მერიის მიერ სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში გამოყოფილი 5 მილიონი ლარი  ღია სპორტული მოედნებისა და სპორტული დარბაზების კეთილმოწყობას მოხმარდება. სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება და უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას  კეთლმოწყობილი სპორტული დარბაზი ან ღია სპორტული მოედანი ექნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე