ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული კოლეჯების მონაწილეობით სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში ”აისი” გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე: ”პროფესიულ კოლეჯებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით არსებული სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებმა, მასწავლებლებმა და წარმატებულმა სტუდენტებმა.

კონფერენციაზე კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო გამოცდილება დარგობრივი მიმართულებებით, ასევე სასწავლო, პრაქტიკული და სამეწარმეო განათლების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტუდენტებისათვის ახალი ტექნოლოგიების სწავლების მეთოდებზე, გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის სპეციალობის სწავლების განსაკუთრებული საჭიროება.

პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მევენახეობაში, მებოსტნეობაში, მემინდვრეობასა და მებაღეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მეთოდებს. ასევე, მოინახულეს ღვინისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც სტუდენტები სწავლებასთან ერთად მონაწილეობას იღებენ პროდუქციის წარმოების პროცესში. ”აისის” ბაზაზე, კონფერენციის მონაწილეებმა სტუდენტებთან ერთად ჩამოასხეს კოლეჯში წარმოებული ღვინო.

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობის და მომსახურების სფეროს მიმართულებით 600-ზე მეტი სტუდენტი იღებს პროფესიულ განათლებას.  200-მდე სტუდენტი სარგებლობს პროფესიულ კოლეჯის საერთო საცხოვრებლით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. საუკეთესო კურსდამთავრებულების დასაქმების სურვილს გამოთქვამენ პარტნიორი კომპანიები: შპს ,,ავანგარდი”,  სს ,,თელიანი ველი”, შპს ,,შუხმან ვაინ ჯორჯია”, შპს ,,საქართველო მარანი”, კორპორაცია ,,ქინძმარაული”,  კაჭრეთში მდებარე სასტუმრო ”ამბასადორი”, ასევე კახეთის სხვადასხვა  სასტუმროები.

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯს აქვს რამდენიმე ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები, ავტოსარემონტო სახელოსნო და ღვინის სახლი. პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილი და აღჭურვილი სახელოსნოები.

2010 წელს დასრულდა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია. მეღვინის სპეციალობის მაღალ დონეზე სწავლებისათვის აშენდა და აღიჭურვა ღვინის სახლი. ამჟამად კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე