ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და სინგაპურს შორის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შემუშავების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საერთაშორისო ფინანსური სამიტის ფარგლებში საქართველოსა და სინგაპურს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ხელმოწერის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ესწრებოდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ციფრული აქტივების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Tether-ის, ციფრული აქტივებისა და ტრადიციული ფინანსების სფეროში მოქმედი ინსტიტუციური ბანკ Pave Bank-ისა და სინგაპურში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-ის (GFTN) წარმომადგენლებმა.

ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების, ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სინგაპურს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.

მემორანდუმი საქართველოსა და სინგაპურს შორის უმაღლესი განათლების სფეროში პირველი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამის შექმნასა და კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.

პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და თსუ-ის ბიზნესისა და STEM მიმართულებების საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი სინგაპურის მართვის უნივერსიტეტში (Singapore Management University – SMU) ისწავლონ. პროგრამა მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო აქტივობებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო ფინანსური სამიტი წელს თბილისში მეორედ გაიმართა. მისი თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი (GFTN).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა.გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე