ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ მახარაშვილმა მედიაწიგნიერების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ მედიაწიგნიერების ფორუმში - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“.

ფორუმი UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი მედიაწიგნიერების მნიშვნელობის წარმოჩენა, სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების, კრიტიკული აზროვნების განვითარების, დეზინფორმაციის ამოცნობისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიაწიგნიერების ახალი ეროვნული სტანდარტისა და გზამკვლევის წარდგენას.

მედიაწიგნიერების განვითარება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მოსწავლეებს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრებაში, გადამოწმებასა და ციფრულ გარემოში პასუხისმგებლიან მოქმედებაში ეხმარება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრუ ნარტეა, კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.თამარ მახარაშვილი იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწროსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ყველა სიახლე