ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

IT ტექნოპარკის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ტექნოპარკის მიზნები და უახლოესი ამოცანები, ასევე მოხდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და IT ტექნოპარკის პირველი ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “სტუნეტის” (www.stunet.ge) პრეზენტაცია.

სტუ-ს IT ტექნოპარკი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა,  წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ტექნოპარკის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT პროექტის მფლობელები.

სტუ-ს IT ტექნოპარკი მონაწილეებს IT პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით უზრუნველყოფს - ჩართავს მათ კონკრეტული კომერციული დაკვეთის შესრულების პროცესში, წელიწადში ორჯერ მოხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა განხორციელდება და  ავტორებს საკუთრებაში გადაეცემათ პროექტის კომერციალიზაციისათვის.

სტუ-ს ინფორმაციული ტექნოპარკისა და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ერთობლივი პროექტი - “სტუნეტი” Web ტექნოლოგიებით დამზადებული სოციალური ქსელის ტიპის ვებ–საიტია (www.stunet.ge), რომლის პროგრამაც საქართველოში შეიქმნა და აქტიურად დაინერგა სტუდენტურ ცხოვრებაში, იგი ახალგაზრდებს აერთიანებს და სწავლის პროცესში ეხმარება.

საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა და კონკრეტულად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ნოვაციური ტექნოპარკების ამოქმედების ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ეტაპობრივად, ტექნოპარკები ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მიმართულებების პრაქტიკულად 80% დაფარავს, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 10 ათასმდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავს. საკუთარი ანაზღაურებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი სწავლის საფასურზე გაცილებით მეტი გამოიმუშავონ.  პარალელურად, პრაქტიკა გაიარონ. ტექნოპარკების ამოქმედებით საქართველოში ათობით საწარმო ამუშავდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე