ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგამოცდო ტესტები საქართველოშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების  საცავებში ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასერეს ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანეს და განათავსეს.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk). 1768 წელს დაფუძნებული კომპანია ”სტივენ ოსტინი” დღეისათვის  მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.

ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები მოთავსდა კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.

საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირება უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე