ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

"სასკოლო ღონისძიებების სცენარების” მიხედვით სპექტაკლი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ცენტრში  შექმნილი ”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების” მიხედვით დაიდგა.

”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები” შეიქმნა სადამრიგებლო საათის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია დაეხმაროს დაწყებითი I-IV კლასების დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორციელებაში. კრებულში სცენარები კლასების მიხედვითაა დაყოფილი. აღნიშნული სცენარები წარმოადგენს შემოთავაზებას, რომელიც დამრიგებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებისა თუ მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიოს და დაგეგმოს აქტივობა.

საბავშვო სპექტაკლში თბილისის ბაგა-ბაღის ”ცეროდენას” აღსაზრდელები და კერძო სკოლის ”მწიგნობარი” პირველკლასელები მონაწილეობდნენ.

საქველმოქმედო სპექტაკლს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე