ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი პროფესიულ კოლეჯთა მონახულებას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“ მოინახულა. კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სამინისტროსა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების დახმარებით, მუდმივად მიმდინარეობს სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლება, სწავლების ხარისხის ამაღლება, მოწინავე მეთოდების დანერგვა და ახალი პროფესიების ათვისება.

 კოლეჯი „პროფესიონალი“ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს  ყოველწლიურად  ასობით სტუდენტს აძლევს.  განახლებული სასწავლო პროგრამებით აქ  სტუდენტები 10  სპეციალობას ეუფლებიან: საზეინკლო საქმე, ოფსეტური ბეჭვდა, პოლიგრაფიული ბეჭვდა, გობელენის ქსოვა, თექის ნაწარმის ხელით დამზადება და მხატვრულად დამუშავება, ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, კომპიუტერული სისტემების მომსახურება, ჭრა-კერვა, ბუღალტერია, მებაღე-დეკორატორი.

სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც. პროფესიების მიხედვით კოლეჯს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ისეთ კომპანიებთან როგორიცაა:  „საქართველოს მაცნე“,  „კარტოგრაფიული ფაბრიკა“,  „სტამბა-96“,  „მილერი და კომპანია“,   ინდ. მეწარმე მანანა ობგაიძე,  სრულიად საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაცია,  „მომავალი საუკუნე“ და სხვ..  სასწავლებელს დაგეგმილი აქვს  დასაქმების პროცენტი  70%-მდე გაზარდოს.

ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯში ახალი სპეციალობები ამოქმედდება: ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, მემინანქრე, სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლოატაციის ტექნიკოსი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი), ღონისძიებათა  მომწყობი,  სავალი ნაწილების ტექნიკოსი, ტრიკოტაჟის სპეციალისტი. 

პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“ ახალი სასწავლო წლისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, სასწავლო სახელოსნოების გარემონტებას და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასაც გეგმავს. ამჟამად, ფეხსაცმლის ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალისტისა და ავტომანქანათა სავალი ნაწილების ტექნიკოსის  სახელოსნოების აჭღურვა მიმდინარეობს.

პროფესიული  და სახელობო განათლების ახალი კონცეფციის ფარგლებში, განახლებული  პროფესიული კოლეჯები  ისეთი პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება როგორიცაა: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  პროფესიული კოლეჯების მონახულებას მომავალშიც გააგრძელებს და მათ საქმიანობას ადგილზე პირადად გაეცნობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე