ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქალაქ მარნეულში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

ქ. მარნეულის №7 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის  მოსწავლეები ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლიან. სკოლა 2009 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც საბაზო  და განთავსებული იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში აგებულ შენობაში.  გეიდარ ალიევის ფონდის დაფინანსებით სკოლას 2009-2010 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აღიჭურვა თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებით. სკოლას კომპიუტერები და სასწავლო თვალსაჩინოებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში გასულ წლებში გადაეცა.

რეაბილიტირებული საჯაროს სკოლის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარემ რამიზ გასანოვმა, გეიდარ ალიევის ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი შაშკინმა მარნეულის №7 საჯარო სკოლას, სადაც 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, პორტატული კომპიუტერები გადასცა.

2009  წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში 564,295 ლარი გადაეცა, რომლითაც განხორციელდა: სოფ. ალგეთის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა, ქ. მარნეულის №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, შაუმიანის №2  გათბობის სისტემის მოწყობა, ქ. მარნეულის №2 საშ. საჯარო სკოლაზე მიშენება და  გათბობის სისტემის მოწყობა.

2010  წელს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდება მარნეულის რ-ნის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე