ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები მოსწავლეებს სხვადასხვა საფრთხეებს აარიდებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე  სასწავლო დაწესებულებების მანდატურთა მიერ სპორტული ნორმატივების ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

მანდატურები შსს აკადემიაში რამდენიმე დღეა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნორმატივებს აბარებენ. 24 ივნისს თავიანთი სპორტული შესაძლებლობები გორისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მანდატურებმა წარმოაჩინეს. სპორტულ ნორმატივებს ყველა მანდატური ჩააბარებს.

ღონისძიების მიზანია, გამოავლინოს ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები, რომლებიც შემდგომ სამაშველო კურსებს გაივლიან. სამაშველო  საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს. იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურები ტრენინგებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროშიც გაივლიან.

ამიერიდან, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა, ბავშვებისათვის სხვადასხვა საფრთხეების თავიდან არიდებას და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე