ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურების საჩუქარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო.

მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“  უმასპინძლა. სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კინოთეატრ „რუსთაველის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში მოზარდებმა საბავშვო ფილმი „იქს მენი“ იხილეს. აქციის ფარგლებში, ბავშვებს მანდატურებმა საჩუქრები გადასცეს.

მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. სკოლის მანდატურის სამსახური  მოზარდებს მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე