ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგები იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი იწყებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგებს მასწავლებელთათვის და სკოლების ადმინისტრაციისთვის. ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა დაასრულა მუშაობა 2011-2016 წლების ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რის შემდგომაც იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი - სასწავლო გეგმის დანერგვა. დანერგვის პროცესი   2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში დაიწყება.

საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში ივნისი-ივლისი-აგვიტოს თვეების განმავლობაში 8 000-ზე მეტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი და 500 სკოლის დირექტორი გადამზადდება შემდეგი მიმართულებებით:

  • ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი;
  • ჩვენი საქართველო;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოვლა-პატრონობა- ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი;
  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური ენა;
  • ბუნებისმეტყველება;
  • მუსიკა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • სპორტი;
  • ინკლუზიური განათლება.

ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები, მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები, მზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სხვა ხელშემწყობი მასალები. 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 32) 247 50 16

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე