ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი საგნის პედაგოგებისთვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების’’ სწავლება დაიწყება. ახალი საგნის 1600 პედაგოგი გადამზადებას შინაგან საქმეთა აკადემიაში გაივლის, სადაც სპეციალურად მათთვის  სახელძღვანელო დაიწერა. სახელმძღვანელო დღეს თბილისის საჯარო სკოლების ახალი საგნის პედაგოგებს 23-ე საჯარო სკოლაში გააცნეს. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაესწრნენ.

სახელმძღვანელო შედგენილ იქნა შსს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტზე, სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან: თეორიული სახელმძღვანელო  და პრაქტიკული სავარჯიშოების წიგნი, რომელშიც თემატურად განაწილებულია მართვის მოწმობის 1010 ტესტი. სახელმძღვანელო მოიცავს ყველა იმ ძირეულ საკითხებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რათა პირი სრულყოფილად მომზადდეს საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოებაში.

პედაგოგთა ტრენინგები შინაგან საქმეთა აკადემიაში დღეიდან დაიწყება და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში მასწავლებლებს ექნებათ ტესტური დავალებები, ისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, სწავლების მეთოდოლოგიას და სხვ. ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების" სწავლება განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორნდუმის საფუძველზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  დაიწყება.

საგანს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. ახალი საგნის შემოღება მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას, სწორედ ამას  შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ავტომობილის მართვის თეორიულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,  მოწავლეები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში,  მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში  ავტომობილით იმოძრაონ, ეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე