ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უფასო სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველებისათვის

რვა მილიონი ლარი დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი  შაშკინმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის მოსწავლე, რომელიც 2011 წლის 15 სექტემბერს სკოლაში გამოცხადდება, საქართველოს მთავრობის მიერ უფასოდ მიიღებს სახელმძღვანელოებს. ამ მიზნით სახელმწიფომ უკვე გამოყო 8 მილიონი ლარი, რომლითაც 800 000 სასკოლო სახელმძღვანელო იქნება შეძენილი.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსაგან ასევე მიიღებენ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთა  ქულა 57 ათასის ქვემოთაა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს სერიოზული შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის და მივაღწევთ იმას, რომ მიუხედავად ოჯახის შემოსავალისა, ყველა ბავშვს  შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრულყოფილი განათლება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე