ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  დიმიტრი შაშკინმა ეროვნული პროფესიული საბჭოს  გაფართოებული სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სოციალური პარტნიორობის თემაზე  გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ:  სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ - დარგობრივი სამინისტროების, პროფესიული კოლეჯებისა და კავშირების, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სხდომაზე განიხილეს პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტი და ისაუბრეს სოციალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე. დოკუმენტი  დაინტერესებული მხარეების მიერ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან  მჭიდრო  კოორდინაციის საფუძველზე შემუშავდა.

საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებაა, რაც ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რომელშიც პროფესიული ასოციაციები, დამსაქმებლები, კერძო და სახელმწიფო პროვაიდერები, პროფესიული კავშირები და სახელმწიფო  პროფესიული განათლების განვითარებაზე ერთობლივ  პასუხისმგებლობას  იღებენ.

ასეთი სისტემის არსებობის პირობებში,  ყველა დაინტერესებული მხარე სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებს როგორც სასწავლო, ასევე მმართველობით და პოლიტიკის განმსაზღვრელ პროცესებში, რაც საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული,  მაღალი  ხარისხის  პროფესიული განათლების შექმნის მნიშვნელოვანი ბერკეტი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე