ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.

ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე (Ministry of Education and Science of Georgia) უნდა აეტვირთა ფოტო. ატვირთული მასალა პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო თემატიკასთან.

სამინისტროს facebook-ის გვერდზე, რომელსაც უკვე 9000-მდე მომხმარებელი ჰყავს, საკონკურსოდ  სხვადასხვა სიუჟეტის 200-მდე ფოტომასალა განთავსდა. ყველა მათგანი თემატიკას პასუხობდა და  კარგად ასახავდა მონაწილეთა კონკურსისადმი დამოკიდებულებას.

კონკურსის ფარგლებში ატვირთული ფოტომასალა ფასდებოდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა  მიერ. გამარჯვებული  ფოტო Like-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმ მიზნით, რომ განხორციელებული რეფორმები და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის, მათ შორის სოცილური ქსელების მომხმარებელთათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რამდენიმე ოფიციალური ვებ-გვერდი აამოქმედა.

 სამინისტროს ვებ-გვერდებზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია  ინფორმაცია (ფოტო, ვიდეო) მოიძიოს, მოიწეროს და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. მომხმარებელთა შეკითხვებს 24 საათის განმავლობაში გაეცემა პასუხი.  ასევე, სამინისტროს მიერ მომხმარებელთა არცერთი საინტერესო იდეა არ რჩება უყურადღებოდ. სოციალური ქსელის საშუალებით სამინისტრო მომავალშიც არაერთ საინტერესო და შემეცნებით კონკურსს გამოაცხადებს. 1 ივლისს ახალი ფოტოკონკურსი ”წიგნის მეგობარი”  იწყება.

სოციალურ ქსელში სამინისტროს შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მომხმარებელს შეუძლია ნახოს სიუჟეტები, ვიდეოები,   ფოტომასალა მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების შესახებ:

  • www.Facebook.com -Ministry of Education and Science of Georgia- www.facebook.com/mes.gov.ge;
  • დიმიტრი შაშკინი/Dimitri Shashkini;
  • www.Twitter.com-Educationgovge და DimaShashkini;
  • www.Myvideo.ge- Educationgovge
  • www.Youtube.com-Educationgovge
  • www.Flickr.com-Educationgovge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე